მეორე მსოფლიო ომი — ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი კაცობრიობის ისტორიაში.

1945. ქანთარია და ეგოროვი რეიხსტაგზე აღმართავენ სსრკ-ს დროშას

მეორე მსოფლიო ომი რეალურად 1939 წელს დაიწყო და დასრულდა1945 წელს, თუმცა საბჭოთა და ახლა უკვე პოსტ-საბჭოთა ქვეყნები ინერციით აღნიშნავენ 1941-1945 როგორც ომის თარიღს.

მეორე მსოფლიო ომმა უდიდესი გავლენა იქონია კაცობრიობის ბედზე. გერმანია, იტალია და იაპონია გამოეთიშნენ მსოფლიოს, როგორც ძლიერი სახელმწიფოები. ევროპაში გადამწყვეტი როლი აშშ-ს და მსოფლიოში ახლად გაბატონებულ სსრკ-ს ჰქონდათ მას შემდეგ, რაც 1940 გერმანიამ საფრანგეთი დაიპყრო, ხოლო დიდი ბრიტანეთი უძლური იყო დაემარცხებინა გერმანია. ომში მონაწილეობდა 72 სახელმწიფო (დედამიწის მოსახლეობის 80 %). ბრძოლები მიმდინარეობდა 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე. შეიარაღებულ ძალებში მობილიზებულ იქნა 110 მლნ. კაცი. დაიღუპა 62 მლნ. კაცი (სსრკ — 27 მლნ., გერმანია — 5,25 მლნ., პოლონეთი — 4,5-6 მლნ., იუგოსლავია — 1,7 მლნ., იაპონია — 1,8 მლნ., აშშ — 318 000, დიდი ბრიტანეთი — 386 000, საფრანგეთი — 810 000, იტალია — 330 000, რუმინეთი — 378 000, უნგრეთი — 420 000, ფინეთი — 84 000), სამხედრო ხარჯები და ზარალი 4 ტრილიონ დოლარს შეადგენდა. საქართველოდან მეორე მსოფლიო ომში 700000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი უკან არ დაბრუნებულა. დაბრუნებულთაგან ყველას, ვინც გერმანელების ტყვეობას თავი დააღწია, – საკმაოდ ბევრს კი ოჯახებთან ერთად, – გადასახლებაში ცხოვრება მოუხდა. ომისა და ომის შემდგომი პერიოდის ამ საშინელებას გამოვლილები ბევრნი აღარ არიან. ამ ადამიანებს ცხოვრების დიდი ნაწილი საბჭოთა სინამდვილეში დარჩათ, ტოტალიტარულ ეპოქაში, რომელმაც სტალინისა და სამშობლოსთვის მსხვერპლის გაღება უკარნახა და გააღებინა კიდეც – გმირულად, გულწრფელად, რწმენით, რომ საკუთარ სამშობლოს, საკუთარ ოჯახებს იცავდნენ.

ომს თან სდევდა საშინელი ნგრევა. განადგურდა ათიათასობით ქალაქი და სოფელი, უბედურება თავს დაატყდა ათეულობით მლნ. ადამიანს. ამ ომში საბოლოოდ განადგურდა ფაშიზმი, როგორც საერთაშორისო იმპერიალიზმის დამკვრელი ძალა. ომმა ცხადყო სოციალიზმისა და სსრკ-ის, მსოფლიოში პირველი სოციალისტური სახელმწიფოს უძლეველობა. ანტიჰიტლერული კოალიცია გადამწყვეტმა გამარჯვებამ ხელი შეუწყო რევოლუციურ გარდაქმნებს მსოფლიოს მრავალ ქვეყნებში. მეორე მსოფლიო ომის შედეგებმა გაადვილა და დააჩქარა მთელ რიგ ქვეყნებში სახალხო-დემოკრატიული და სოციალისტური რევოლუციების გამარჯვებას. სოციალიზმის გზას დაადგა ევროპის ქვეყნები (100 მლნ. კაცი). კაპიტალისტურ სისტემას ჩამოსცილდა აზიის სახელმწიფოები (1 მლნ. კაცი), სოციალიზმი იქცა მსოფლიო სისტემად. კაპიტალისტურ ქვეყნებში დაჩქარდა ხალხის მასების გარევოლუციურების პროცესი, გაიზარდა კომუნისტური და მუშათა პარტიების გავლენა, მსოფლიო კომუნისტური და მუშათა მოძრაობა ავიდა ახალ, უფრო მაღალ საფეხურზე. სსრკ-მა გადამწყვეტი როლი ითამაშა ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვებაში.

მეორე მსოფლიო ომი დაიწყო აზიაში, მეორე იაპონია-ჩინეთის ომით 1937 წლის 7 ივლისს და ევროპაში გერმანიის თავდასხმით პოლონეთზე 1939წლის 1 სექტემბერს. საომარი მდგომარეობა ევროპაში დასრულდა 1945 წლის 8 მაისის ვერმახტის კაპიტულაციით, ხოლო აზიაში — 1945 წლის 2 სექტემბერს იაპონიის კაპიტულაციით.

მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში გერმანია, იტალია და იაპონია აწარმოებდნენ დამპყრობლურ ომებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წინააღმდეგ. მათი მთავარი მოწინააღმდეგეები იყვნენ: საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ჩინეთის რესპუბლიკა, რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის დარღვევის შემდეგ საბჭოთა კავშირი და იაპონიის პერლ-ჰარბორზე თავდასხმის შემდეგ — ამერიკის შეერთებული შტატები.

იალტის კონფერენცია 1945. მარჯვნიდან: ჩერჩილი, რუზველტი და სტალინი
Photograph from the Army Signal Corps Collection in the U.S. National Archives. – [1] The source web page include the following caption: Photo #: USA C-543 (Color)

მეორე მსოფლიო ომის ძირითადი ბრძოლის ადგილი იყო: აზია, წყნარი ოკეანის აუზი, ევროპა და ჩრდილოეთ აფრიკა. საომარი შეტაკებები მიმდინარეობდა აგრეთვე ჩრდილოეთ ამერიკაში (არქტიკა) ალასკასა და გრენლანდიაზე, ახლო აღმოსავლეთში — ერაყსა და ირანში, აღმოსავლეთ აფრიკაში — ეთიოპიასა და სომალიში, აგრეთვე სამხრეთ ამერიკაში(სურინამის დაპყრობა), ტიბეტში (ტოლსტოი-დოლანის მისია) და ანტარქტიდაზეც კი (ოპერაცია „ტაბარინი“).

მეორე მსოფლიო ომმა იმსხვერპლა 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის 20 მილიონამდე მშვიდობიანი მოქალაქის. ომის სულისკვეთება გაჟღენთილი იყო მძლავრი იდეოლოგიზმით, რამაც ურიცხვი სამხედრო დანაშაული და მშვიდობიან მოსახლეობაზე სისტემატიური ძალადობა გამოიწვია, რომელიც გენოციდშიც კი გადაიზარდა.

იმის მიუხედავად, რომ საქართველოში საზოგადოებისა და პოლიტიკოსების ნაწილი მიზანშეწონილად არ მიიჩნევს 9 მაისის აღნიშვნას, პოლიტიკური პარტიებისა და მოძრაობების ნაწილი  9 მაისთან დაკავშირებით ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავის პატივს მიაგებს.

ამ დღის ფართოდ აღნიშვნა საბჭოთა კავშირში სამამულო ომიდან 20 წლის შემდეგ, ბრეჟნევის ხელმძღვანელობის დროს დაიწყეს. ამავე 1965 საიუბილეო წელს გამარჯვების დღე არასამუშაო დღედ გამოცხადდა.

რა იყო ომის მიზანი?

მეორე მსოფლიო ომი ევროპაში იყო გემანიის მიერ წამოწყებული დამპყრობლური და გამანადგურებელი ომი აღმოსავლეთში „საარსებო გარემოს“ (გერმ. „Lebensraum“) მოპოვების მიზნით. გერმანიის საგარეო პოლიტიკის სავარაუდო სქემის ძირითად კომპონენტებს შეადგენდნენ:

  • კავშირი იტალიასა და იაპონიასთან;
  • ბრძოლა გერმანიისთვის გამანადგურებელი შედეგების მომტან ე.წ. „ებრაული მსოფლიო შეთქმულების“ წინააღმდეგ;
  • ანტიბოლშევისტური გამანადგურებელი ბრძოლა აღმოსავლეთში „საარსებო გარემოს“ მოპოვებისათვის და დაპყრობილი ტერიტორიების გერმანელებით დასახლება.

გერმანიის საბოლოო მიზანი იყო მსოფლიოში გაბატონებული პოზიციის მოპოვება. „გერმანია იქნება მსოფლიოში გაბატონებული ძალა ან საერთოდ არაფერი არ იქნება“ წერდა ჰიტლერი თავის წიგნში „მაინ კამპფი“.

დაპყრობილი საბჭოთა კავშირი უნდა დაყოფილიყო სხვადასხვა ოლქებად რაიხსკომისრების მმართველობის ქვეშ. აქედან ბელორუსები, უკრაინელები და ბალტიისპირეთის ხალხები „საარსებოდ ვარგისად“, ხოლო რუსები კი „დაბალ რასად“ იქნენ შეფასებულნი. დაპყრობილი აღმოსავლეთ ევროპა დასახლებული უნდა ყოფილიყო გერმანელი გლეხებით და ჯარისკაცებით, ე.წ. „შეიარაღებული გლეხებით“ (გერმ. “Wehrbauern”). ნაცისტური ელიტის განზრახვით აღმოსავლეთ ევროპის ხალხები, მათი სამოქალაქო ელიტის განადგურების შემდეგ, უნდა დარჩენილიყვნენ „გაუნათლებლები, მორჩილნი და გამრჯე“ და ემუშავათ გერმანიისათვის.

1933 წლამდე ეს იდეები სერიოზულად არავის მიუღია, თუმცა ჰიტლერის პოლიტიკა სხვა არაფერი იყო თუ არა ამ გეგმის ეტაპობრივი განხორციელება. 1936 წლის აგვისტოში მიღებული „ოთხწლიანი გეგმა“ ითვალისწინებდა გერმანიის არმიის და ეკონომიკის საბრძოლო ვითარებისათვის მომზადებას ორი განსხვავებული ვარიანტისათვის: 1) 1941-1942 წ.წ. — გერმანიისათვის პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით არახელსაყრელი ვარიანტი. 2) 1944-1945 წ.წ. — შედარებით ხელსაყრელი ვარიანტი.

1937 წლის 5 ნოემბერს ჰიტლერმა თავისი გეგმები დაწვრილებით და დაზუსტებით წარუდგინა ვერმახტის გენერალიტეტს (იხ. „ჰოსბახის პროტოკოლი“).

ავტორი: იმიგრანტი მელიტონ ანჯაფარიძე.
მადლობა მას სტატიის მოწოდებისთვის

Facebook Comments

დაგხვეხმარეთ, რათა შევძლოთ სხვების დახმარება

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ იმიგრაციის პროცესი რთულია, განსაკუთრებით მაშინ რთულდება, თუ არავინ გყავს ვინც შეიძლება დაგეხმაროს და დაგაკვალიანოს. ჩვენი საიტის მიზანი სწორედ ეს გახლავთ, დაკვალიანება/დახმარება და იმიგრაციის პროცესის გამარტივება.

სავარაუდოდ ბევრ თქვენგანს დავეხმარეთ კიდეც უკვე, ჩვენი საიტი და ფეისბუქ გვერდი აქტიურ რეჟიმში აქვეყნებს იმიგრაციის პროცესისთვის საჭირო ინფორმაციას და ასევე ვპასუხობთ თქვენს კითხვებს რომელიც ეხება იმიგრაციის პროცესს და აქ დაფუძნებას.

საიტის შენახვა და კონტეტით გამდიდრება გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, როგორც შენიშნეთ, ჩვენს საიტზე არ იდება რეკლამები, ამიტომაც საიტს არ გააჩნია შემოსავალი გარდა ცალკეული შემთხვევებისა, როცა ჩვენ, საკუთარი ხარჯებით ვფარავთ საიტის ტექნიკური გამართვისა და შენახვის ხარჯებს. სწორედ ამიტომ, გთხოვთ დახმარებას, რათა შენარჩუნდეს ეს საინფორმაციო რესურსი, რომელიც უანგაროდ ემსახურება სათვისტომოს.